2026-05-20 13:59:38
რუსთავში სხვადასხვა მისამართზე ლიფტების რეაბილიტაციისთვის ქალაქის მუნიციპალიტეტმა 2 ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.
როგორც სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა, მუნიციპალიტეტი 130 ლიფტის რეაბილიტაციას 5 333 958 ლარად გეგმავს.
ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ (სამუშაობის შესრულება უნდა დაიწყოს შემსყიდველის მოთხოვნიდან, შემსყიდველის მიერ მიმწოდებლისთვის მოთხოვნის წერილის ჩაბარებიდან, არაუგვიანეს 3 სამუშაო დღეში და დასრულდეს სამუშაოს მოცულობის გათვალისწინებით გონივრულ ვადაში. მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს პარალელურ რეჟიმში არანაკლებ 7 ობიექტზე სამუშაოთა წარმოება.
ჯერ-ჯერობით უცნობია, ზუსტად რომელ მისამართებზე იგეგმება ლიფტების რეაბილიტაცია.