2026-05-15 15:22:30
გარდაბანში, ავარიისას დაშავებული, 24 წლის ახალგაზრდა კლინიკაში გარდაიცვალა.
ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში განუცხადეს.
"გუშინ ღამით გარდაიცვალა, მას ოპერაციის შემდეგ გული გაუჩერდა",- განუცხადა გადაუდებელი დახმარების განყოფილების ხელმძღვანელმა, ალექსანდრე სისველაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ახალგზარდა, გუშინ დილით რუსთავის ცენტრალურ კლინიკაში შეიყვანეს. მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
14 მაისს, რუსთავი-გარდაბანის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ავტომობილი ხეს შეეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის ადგილზე 7 ახალგაზრდა გარდაიცვალა, დღეს კი გარდაცვლილთა რაოდენობა 8-მდე გაიზარდა.