2026-05-12 18:25:36
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 13-14 მაისს ქართლში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი.
მათი ცნობით, რუსთავში, ბოლნისში, მარნეულში, გარდაბანში, გორსა და ცხინვალში ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 12-13 მაისს ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ხოლო 14 მაისს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +23 გრადუსი დაფიქსირდება.