რუსთავში, ეზოში შემაფერხებლების თვითნებურად მოწყობისთვის დაჯარიმდებით

2026-05-12 17:49:16

რუსთავში ძალიან ბევრი კორპუსის ეზოში შეხვდებით ჩახერგილ შესასვლელებს.

სხვადასხვა კონსტრუქციებით, ბეტონის ფილებით, აგურებით, თუ უბრალოდ დიდი ზომის ქვებით მოსახლეობა ეზოში უცხო პირების მიერ ავტომობილთა დაპარკინგებას უშლიან ხელს.

მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობა ცდილობ ეზოში ავტომობილების გადატვირთული გადაადგილება თვითნებურად აღკვეთოს, ეს კანონდარღვევაა.

თვითნებურად ეზოების გადაკეტვის გამო ფიზიკური პირი 200 ლარით, განმეორების შემთხვევაში კი 500 ლარით დაჯარიმდება.

იურიდიული პირი კი პირველ შემთხვევაზე 500 ლარით, ხოლო გამეორების შემთხვევაში 1500 ლარით.