2026-05-11 00:06:05
ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, ქუქჩიშვილის ქუჩაზე, "ჰიუნდაის" მარკის ავტომობილის მძღოლმა სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა, ბორდიურზე ავარდა და ამოტრიალდა.
ავარიის შედეგად ავტომობილში მსხდომები არ დაშავებულან. ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახურისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.