2026-05-10 18:09:21
რუსთავში ელ. ენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
ინფორმაციას კომპანია "ენერგო პრო ჯორჯია" ავრცელებს.
მათი ცნობით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 მაისს 12:00 საათიდან 12:30 საათამდე ელექტრო ენერგია რამდენიმე ქუჩას შეეზღუდება.
ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ ჩამოთვლილ ქუჩებზე: მშენებელთა, მშვიდობის, მარის არხის III დას, მარის არხის I დას, გაგარინის, დ/გარეჯის, მარის არხის II დას, ნაგები, კოსტავას.