ავარია რუსთავი-თილისის შემოვლით გზაზე [Photo]

2026-05-08 20:26:20

რუსთავი-თბილისის შემოვლით გაზაზე 3 ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა.

ავტოსაგზაო შემთხვევის ამსახველ კადრებს "ჩემი ქალაქი მკლავს" ავრცელებს. 

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს 2 მსუბუქი ავტომობილი და 1 მიკროავტობუსი შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო ეკიპაჟი.