რუსთაველმა, სპორტსმენმა ჯიუ ჯითსუს ევროპის ჩემპიონატზე 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

2026-05-05 15:24:58

რუსთაველმა სპორტსმენმა, ამიკო სვიმონიშვილმა თურქეთში გამართულ ბრაზილიურ ჯიუ ჯითსუს ევროპის ჩემპიონატზე 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 

თურქეთში, სტამბულში გამართულ ბრაზილიურ ჯიუ ჯითსუს ევროპის ჩემპიონატზე, სადაც 44 ქვეყნის 900-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა, ამიკო სვიმონიშვილმა 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

სპორტმენმა 2 წონით კატეგორიაში იასპარეზა (120 კგ და 94 კგ), სადაც მან 5 ბრძოლაში გაიმარჯვა

ამიკომ 3 რუსი, 1 ალჟირელი და 1 ლიბანელი მეტოქე დაამარცხა.