2026-05-04 19:53:33
იაღლუჯის მიწის მესაკუთრეებმა აქცრუსთავის მერიის წინ, მთავარ მოედანზე გამართეს. მათი მოთხოვნა უცვლელია, ისინი ითხოვენ მიწების დროულრ დაკანონებას.
"ჩვენ შევიკრიბეთ იაღლუჯის ნაკვეთების კანონიერი მესაკუთრეები. მშრომელებისთვის გადაცემულ ნაკვეთების დაკანონებას ვითხოვთ. იყო შეხვედრები გუბერნატორთან, ქალბატონ მერთან, რატომ არ გვიკანონებთ ხალხო, რატომ არ გვაძლევთ საშუალებას. მოვითხოვთ დაუყონებლივ დაიწყოს ჩვენი კუთვნილი ნაკვეთების დაკანონება", - აქციის მონაწილე.
იაღლუჯის მიწის მესაკუთრეებმა რამდენჯერმე გამართეს აქცია, აღსანიშნავია რომ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით მოგებული აქვთ სასამართლო პროცესიც.