რუსთავში კაცი დააკავეს

2026-05-03 18:34:12

რუსთავში კაცი დააკავეს.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, ბალანჩივაძის ქუჩაზე არსებული ფერადი ლითონის ჩაბარების პუნქტიდან 40 წლამდე კაცმა ავტომობილის დისკები, სპილენძის ლითონი და ელექტრო სადენები მოიპარა.

ჩატარებული ოპერატიული გამოძიებების შედეგად პოლიციამ კაცი ბრალდენულის სახით ცხელ კვალზე დააკავა.

ნივთკიცებად ამოღებულია ნაქურდალი ნივთები, მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.