2026-05-03 13:43:54
რუსთავის N28 საჯარო სკოლის, მე-5 კლასის მოსწავლე ბარბარე გულუა სტივ ჯობსის ამერიკული აკადემიის 40%-იანი გრანტის მფლობელი გახდა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავთან" საუბრისას N28-ე საჯარო სკოლის მოსწავლის მშობელმა განაცხადა, რომ აკადემიაში ჩასაბარებლად ბარბარემ ორი გამოცდა წარმატებით ჩააბარა და მაღალი ქულები მოიპოვა.
"ძალიან დიდი კონკურსი და კონკურენცია იყო. 400-მდე ბავშვი აბარებდა გამოცდებს თბილისში. სტივ ჯობსის აკადემია დაყოფლია ასაკობრივ ჯგუფებად და მონაწილეებიდან უნდა აერჩიათ რამოდენიმე ბავში. ბარბარე მოხვდა ჯუნიორების კატეგორიაში, 9 წლიდან 12 წლამდე. გამოცდა იყო ინგლისურში და IQ-ში, ორივე 100-100 ქულიანი. აქედან ბარბარემ საკმაოდ მაღალი ქულები აიღო და 40%-იანი გრანტი მოიპოვა. კურსი გაგარძელდება 10 თვე და შეისწავლის ლიდერშიფს და რობოტიკას";- განაცხადა ბარბარე გულუას მშობელმა.
სტივ ჯობსის ამერიკული აკადემია არის ტექნოლოგიური მიმართულების, სადაც მოსწავლეები ეუფლებიან რობოტიკას, პროგრამირებასა და გლობალური ლიდერობის უნარებს.
აკადემიის პროგრამები ოფიციალურად აღიარებულია Harvard University-ის მიერ და სერტიფიცირებულია Google-ისა და Microsoft-ის მიერ.