როგორი ამინდია რუსთავში მოსალოდნელი 3-6 მაისს

2026-05-03 13:16:30

რუსთავში 3 მაისიდან 6 მაისამდე მოსალოდნელია წვიმიანი და მოღრუბლული ამინდი.

მაქსიმალური ტემპერატურა +20 გრადუსი, მინიმალური +11 გრადუსი.

საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი.

შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება, მაღალმთიან რაიონებში ზვავსაშიშროება, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).