2026-04-25 16:31:39
რუსთავში, აღმაშენებლის ქუჩაზე "სუბარუს" მარკის მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულე ახალგაზრდა მამაკაცს დაეჯახა.
დაშავებული სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" კლინიკა "რუსთავში" განუცხადეს, მამაკაცს შესაბამისი კვლევები უტარდება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.