2026-04-16 19:17:47
რუსთავში ერთმანეთს 2 ავტომობილი შეეჯახა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, შარტავის გამზირზე შუქნიშანთან გაჩერებულ "ტოიოტას" მარკის მსუბუქ ავტომობილს "ტოიოტას" მარკის მეორე მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის, სასწრაფო სამედიცინო და სახანძრო სამაშველო ეკიპაჟები.
ავტომობილის მძღოლი ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდა.