2026-04-15 16:56:29
რუსთავის მერია განცხადებას ავრცელებს
"რუსთავის მერიის გუნდი მადლობას უხდის არქიტექტურის სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს, ბატონ კობა ძლიერიშვილს პროფესიონალიზმის და იმ შრომისთვის, რომელიც მან გუნდთან ერთად, ქალაქისთვის გაწია.
ბატონმა კობა ძლიერიშვილმა, 14 აპრილს, პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა რუსთავის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის თანამდებობა.
წარმატებებს ვუსურვებთ მას შემდგომ საქმიანობაში",- ნათქვამია განცხადებაში.