რუსთავში ერთამენთს 2 ავტომობილი შეეჯახა

2026-04-14 16:36:30

რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, რუსთაველის მოედანზე "ჰონდასა" და "კიას" მარკის მსუბუქი ავტომობილები შეეჯახა.

შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.