რა ღირს სააღდგომოდ პროდუქტები რუსთავის აგრარულ ბაზარში

2026-04-09 15:31:05

წელს აღდგომა 12 აპრილს აღინიშნება.

აღდგომა იმ დღესასწაულებს შორისაა, რომლისთვისაც საქართველოში განსაკუთრებით ემზადებიან.

ხალხმრავლობა აგრარულ ბაზრებსა და სუპერმარკეტებში უკვე შეინიშნება.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავმა" გადაწყვიტა, გაერკვია, რა ღირს სააღდგომოდ აუცილებელი პროდუქტები, კვერცხი, ენდრო, პასკა და სხვადასხვა.

"ინფო რუსთავი" გთავაზობთ სააღდგომო პროდუქტების ფასთა ჩამონათვალს

მზა პასკის ფასი ძირითადად დამოკიდებულია მის წონასა და მწარმოებელ კომპანიაზე.

ბაზარში საშუალოდ 100-200 გრამიან პასკას ფასი 2.50 ლარიდან ეწყება.

სუპერმარკეტებში 250-800 გრამიანი პასკების ფასი 4 ლარიდან 11  ლარამდეა

ერთი კონა ენდრო - 2 ლარი

კვერცხი ცალობით - 80 თეთრი, 10 ცალიანი შეკვრა 8 ლარი

კიტრი - 8 ლარამდე

პომიდორი - 9-10 ლარამდე

ახალი კარტოფილი -10 ლარი

სოკო(ქამა) - 5-10-15 ლარის ფარგლებში

ქათამი - 10 ლარი

ღორის ხორცი ძვლიანი - 15ლარი

ღორის ხორცი რბილი (უძვლო) - 18 ლარი

საქონლის ხორცი - 28 ლარი

საქონლის ხორცი რბილი (უძვლო) - 35 ლარი

ციკანი - 30 ლარი

იმერული ყველი - 18 ლარი

სულგუნი - 22 ლარი

ზეთი კახური (500 მლ) - 6 ლარი