2026-04-07 16:22:03
რუსთავში რამდენიმე ქუჩას ელ. ენერგიის მიწოდება ავარიულად გაეთიშა.
დენი არა აქვთ აბონენტებს ლეონიძისა და მის მიმდებარედ რამდენიმე ქუჩაზე.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" კომპანია ენერგო პრო ჯორჯიაში განუცხადეს, მათი თანამშრომლები უკვე გასულები არიან ადგილზე და მუშაობენ პრობლემის აღმოფხვრაზე.
მათივე ცნობით, აბონენტებს ელ. ენერგიის მიწოდება მაქსიმუმ 2 საათში აღუდგება.