რუსთავში 1 ივლისისდან შინაურ ცხოველთა დაჩიპვა სავალდებულო ხდება

2026-04-02 17:05:35

რუსთავში, 2026 წლის 1 ივლისიდან შინაური ცხოველების მოვლა პატრონობასთან დაკავშირებით ცვლილებები ამოქმედდება.

აღნიშნული ცვლილება რუსთავის მე-8 მოწვევის საკრებულოს რიგით მეექვსე სხდომაზე განიხილეს.

1 ივლისიდან სავალდებულო გახდება ცხოველის დაჩიპვა.
ჩიპზე აისახება: სახეობა, ჯიში, სქესი, დაბადების თარიღი,გარეგნობის აღწერა, შეფერილობა, მიკროჩიპის ან საყურე (საჭდის) ნიშნის ნომერი, სტერილიზაცია/კასტრაციის ნომერი, ვაქცინნაციის შესახებ ინფორმაცია.

ჩიპზე ასევე იქნება მეპატრონის მაიდეტიფიცირებელი ინფორმაცია განთავსებული, რაც მოიცავს: მეპატრონის ან მიმკედლებლის სახელს და გვარს, პირად ნომერს, ტელეფონის ნომერს, და საცხოვრებელი მისამართი. 
იურიდიული პირის შემთხვევაში: სახელწოდება, საიდენტიფიკაციო კოდი და საკონტაქტო ინფორმაცია.

რეგისტრაციისას გაიცემა სარეგისტრაციო მოწმობა და ცხოველს ენიჭება პირადი ნომერი.

მეპატრონის საცხოვრებელი ადგილის, საკონტაქტო ნომრის ან სხვა სარეგისტრაციო მონაცემების შეცვლის შემტხვევაში, რეგისტრაციის განმახორციელებელი ორგანო უზრუნველყოფს სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილების შეტანას.

დაუჩიპავი ცხოველის დაფიქსირების შემთხვევაში, მეპატრონეს ან მიმკედლებელს დაეკისრება ფულადი ჯარიმა 500 ლარის ოდენბით.

ხოლო შნაური ბინადარი ცხოველების კერძო თავსესაფრის,საშენისა და ვტერინარიული კლინიკის მიერ იიდენტიფიკაცია-რეგისტრაციის მოთხოვნილების დარღვევა გამოიწვევს 3 000 ლარის ოდენობის ჯარიმას.