ელექტრო ენერგიის ტარიფი 5 თეთრით იზრდება

2026-03-30 13:32:02

სემეკის გადაწყვეტილებით, რეგიონებისთვისა და თბილისისთვის ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი 5 თეთრით იზრდება.

უფრო კონკრეტულად, რეგიონებში „ეპ ჯორჯია“ იმ მომხმარებლებს, რომლებიც 0-იდან 101 კილოვატამდე ელექტროენერგიას მოიხმარდნენ, ტარიფი 15.041 თეთრიდან 20.041 თეთრამდე ეზრდებათ, 101-301 კილოვატ საათის ჩათვლით მომხმარებლებისთვის ტარიფი 19.053 თეთრიდან 24.053 თეთრამდე იზრდება, ხოლო 301 კილოვატზე მეტი ელექტროენერგიის მომხმარებლებისთვის ტარიფი 23.537 თეთრიდან 28.537 თეთრამდე გაიზრდება.