2026-03-29 13:11:56
რუსთავში ბოლო 4 წლის განმავლობაში ქორწინების მაჩვენებელი ყოველწლირად იკლებს.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, გასულ წელს რეგისტრირებული ქორწინების მაჩვენებელი 609 იყო, რაც 2024 წელთან შედარებით 49-ით ნაკლებია.
ქვემო ქართლის რეგიონში რეგისტრირებული ქორწინების მაჩვენებელი ყველაზე მაღალი მარნეულშია, მეორე ადგილზეა რუსთავი.
მარნეული - 857 რეგისტრირებული ქორწინება
რუსთავი - 609 რეგისტრირებული ქორწინება
გარდაბანი - 556 რეგისტრირებული ქორწინება
ბოლნისი - 527 რეგისტრირებული ქორწინება
დმანისი - 171 რეგისტრირებული ქორწინება
წაკლა - 113 რეგისტრირებული ქორწინება
თეთრიწყარო - 111 რეგისტრირებული ქორწინება
ბოლო 10 წლის განმავლობაში რუსთავში რეგისტრირებული ქორწინებების რიცხვი:
2016 - 822
2017 - 780
2018 - 808
2019 - 810
2020 - 504
2021 - 730
2022 - 886
2023 - 748
2024 - 658
2025 - 609
2024 წელთან შედარებით 2025-ში იკლო რეგისტრირებული განქორწინების რიცხვმაც და 388 შეადგინა
ქვემო ქართლში რეგისტრირებული განქორწინების რიცხვით რუსთავი პირველ ადგილზეა, ხოლო მეორე ადგილზე 330 განქორწინებით მარნეულია.
ბოლო 10 წლის განმავლობაში რუსთავში რეგისტრირებული განქორწინებების სტატისტიკა:
2016 - 414
2017 - 442
2018 - 435
2019 - 429
2020 - 305
2021 - 385
2022 - 485
2023 - 452
2024 - 432
2025 - 388