2026-03-25 15:07:45
რუსთავის ცენტრალურ პარკში მუნიციპალური განვითარების ფონდი რეაბილიტაციის დროს გეგმავს, რომ ტბა სიგრძეში გაზარდოს, ტბის ორივე ნაპირი ერთმანეთს ხიდით დაუკავშიროს.
მგფ-მა რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება მომსახურების სახელმწიფო შესყიდვისთვის ელექტრონული ტენდერი უკვე გამოაცხადა.
ტენდერში მონაწილეობისთვის წინადადების მიღება 9 აპრილს იწყება და 14 აპრილს მთავრდება. შესყიდვების სავარაუდო ღირებულება კი დღგ-ს გარეშე 1 596 000 ლარია.
რეაბილიტაციის ფარგლებში იგეგმება:
საბავშვო სათამაშო სივრცეები (ასაკობრივი დიფერენციაციით);
- სპორტული ზონები (ღია კალათბურთის მოედანი, სავარჯიშო სივრცეები);
- არსებული მინი ფეხბურთის მოედანი, ქვიშის ფრენბურთი, სკეიტ პარკის განახლება/ ახლის მოწყობა;
- რეკრეაციული ზონები – დასასვენებელი სივრცეები, გამწვანებული მარშრუტები;
- არსებული ამფითეატრის და ფანჩატურის რეაბილიტაცია;
- საველოსიპედო, სარბენი და საფეხმავლო ბილიკების ქსელი;
- დამატებითი სატრანსპორტო კავშირები;
- სასურველია არსებული ტბის სიგრძეში გაზრდა (არსებული დამბის ათვისებით), შემდგომში ნიჩბოსნობის ტურნირების ჩატარების მიზნით;
- ნიჩბოსნობის სკოლის მიმდებარედ, სანაპირო ზოლის ნაწილში, ნავმისადგომის მოწყობა;
- ტბის მიმდებარედ მოეწყოს სანაპირო ზოლი, შესაბამისი ინფრასტრუქტურით (ღია საშხაპეები, საპირფარეშოები);
- გათვალისწინებული იქნეს არსებული საფესტივალო სივრცეების
შენარჩუნება/რეაბილიტაცია.
- არქიტექტურული ობიექტები (მაგ. ადმინისტრაციის შენობა, პავილიონები, საინფორმაციო ცენტრი, მომსახურების ინფრასტრუქტურა, პერგოლები და სხვა);
- კულტურული და საგანმანათლებლო სივრცეები (ღია სცენა, პავილიონი, ღონისძიებების მოედანი და სხვა);
- ლანდშაფტური და წყლის ობიექტები (მაგ. წყლის სარკე, შადრევნები);
- არსებული ავტოპარკინგის გაფართოება და გადატანა პარკის ცენტრალური შესასვლელიდან ჩრდილო-დასავლეთით, მდ. მტკვრის მხარეს.
- ტბაზე გადასასვლელი საფეხმავლო ხიდი.
- კულტურის სახლის/ცენტრის, პარკთან დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდი.
- არსებული კუნძულის, პარკთან დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდი.
- პარკში განთავსებულ ნიჩბოსნობის სკოლის და ციფრული განვითარების სივრცემდე მოეწყოს მისასვლელი სამანქანე გზა.
- პარკის ტერიტორიაზე არსებული არხის ორივე მხარეს მოეწყოს უსაფრთხოების ჯებირი.
- ურნები;
- სკამები;
- ჭადრაკის მაგიდები;
- სასმელი წყლის შადრევნები;
- საინფორმაციო მონიტორები;
- მანიშნებლები.
- დეკორატიული მინათებები ციხე-სიმაგრის ტერიტორიაზე.
- სარწყავი სისტემა;
- ელექტრომომარაგების ქსელი;
- სადრენაჟე, წყალმომარაგება და კანალიზაციის სისტემები;
- ვიდეო მეთვალყურეობის და უსაფრთხოების სისტემა;
- პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული იქნეს პარკის ტერიტორიაზე არსებული საფესტივალო სივრცეების სათანადო საინჟინრო ინფრასტრუქტურით აღჭურვა;
- პარკის ტერიტორიაზე სხვადასხვა საინფორმაციო და ფონური მუსიკისთვის საჭირო აუდიო სისტემის მონტაჟი, შესაბამისი მართვის პუნქტით.