რუსთავში ნარკოდანაშაულისთვის 19 და 26 წლის პირები დააკავეს [video]

2026-03-24 11:26:54

რუსთავში ნარკოდანაშაულისთვის 19 და 26 წლის პირები დააკავეს. [ვიდეო/video]

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, 2007 წელს დაბადებული ა.ი. და 1990 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა.მ. რუსთავის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა დროს დააკავეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ასევე, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული - ჯამში 33 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და “ალფა პვპ”.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 19-260-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს",- ნათქვამია განცხადებაში.