რუსთავში, შარტავას გამზირზე მაღაზია მადაგონი დაიხურა, რა გაიხსნება მის ადგილზე

2026-03-23 14:23:18

რუსთავში შარტავას გამზირზე მაღაზია მადაგონი დაიხურა.

როგორს საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" კომპანია "მადაგონის" წარმომადგენელმა, ანა ბედინეიშვილმა განუცხადა, მაღაზიის ადგილზე სხვადასხვა ობიექტის გახსნა იგეგმება, რომელთა შორისაც იქნება ჰიპერმარკეტების ქსელი "ჯიბეს" ფილიალი.

"სხვადასხვა კომპანიაზე გაქირავდა ადგილები და ახლა გადაწყობას ვაკეთებთ მათი სურვილების მიხედვით. მადაგონი აღარ იქნება. რამდენიმე მაღაზია გაერთიანდება, ერთ-ერთია ჯიბე. რაიმე განსაკუთრებული ვიზუალური ცვლილება შენობის ფასადის არ იქნება. ესთეტიკის ცენტრი, რომელიც შენობაშია, შენარჩუნდება, ხოლო რესტორანი დაიხურა და მხოლოდ წინასწარ შეკვეთების დროს, სხვადასხვა საბანკეტო თუ სარიტუალო ღონისძიებებისთვის გაიხსნება. რესტორანი ყოველდღიურ რეჟიმში აღარ მუშაობს",- უთხრა "ინფო რუსთავს" ანი ბედინეიშვილმა.

რამდენიმე წლის წინ რუსთავის საკრებულომ კომპანია "მადაგონის" მიერ წარდგენილი პროექტი დაამტიკა, რომლის მიხედვითაც, შარტავას გამზირზე არსებულ შენობაზე იგეგმებოდა მესამე სართულის დაშენება, თუმცა როგორც ანი ბედინეიშვილმა გვითხრა, ამ ეტაპზე ამ პროექტის განხორციელებას არ გეგმავენ.