რუსთავში 5 ქუჩას წყალმომარაგება შეუწყდა

2026-03-10 12:23:45

კომპანია ჯივიპი რუსთავი განცხადებას ავრცელებს.

"რუსთავი, მარნეული,ლეჟბადინი,ხრამის სათავე ნაგებობა წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო 3/10/2026 12:00 დან 3/10/2026 15:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: სპორტის ქ. ჩიხით, წერეთელი 9,10,11,12, წმ. ნინო 20-ის ჩათვლით, ოდიშარიას ქუჩა 33,34,36, მშენებელთა 10,12,14,15,17,18,20,22, გ. ნიკოლაძის 1, 1ა, 1ბ, 1გ, ფიროსმანის 9, კულტურის და დასვენების პარკი",- ნათქვამია განცხადებაში.