რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე გზის დაზიანების გამო გადაადგილება შეიზღუდება

2026-03-06 20:17:50

რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე გზის დაზიანების გამო გადაადგილება შეიზღუდება. ამასთან დაკავშირებით თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს.

"ორთაჭალაში გზის დაზიანების გამო, გარკვეულ მონაკვეთში საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება
ორთაჭალაში, რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე, ავტობანის გარკვეულ მონაკვეთში მდინარე მტკვრის ნაპირსამაგრი ჯებირის დაზიანება, ხოლო სავალ ნაწილსა და ტროტუარზე ბზარები შეინიშნება. 
არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, 6 მარტიდან უსაფრთხოებისა და გადაუდებელი  სამუშაოების ჩატარების მიზნით, ორთაჭალის ავტობანზე, ე.წ. მოსაბრუნებელი ხიდიდან დიმიტრი გულიას ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება  გზის მხოლოდ ერთ განაპირა ზოლში.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!",- აცხადებს თბილისის მერია.