2026-02-24 18:07:51
რუსთავის N18-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები, ანი კვირკველია და დავითი ყაველაშვილი მეწარმეობის სასწავლო პროგრამა "ბრილიანტის გამოწვევის" გამარჯვებულები გახსნენ.
პროგრამა მსოფლიოს მასშტაბით დელავერის უნივერსიტეტის ინიციატივითა და ორგანიზებით ტარდება და აქვს ორი ნომინაცია, "სოციალური ინოვაცია" და "ბიზნეს ინოვაცია".
საქართველოში პროგრამის პარტნიორები EMT და სიქაა.
საერთაშორისო მსაჯთან გუნფის შეფასებით საქართველოში რუსთაველებმა ნომინაციაში "ბიზნეს ინოვაციაში" გაიმარჯვეს, ფულადი ჯილდო მოიპოვეს და დელავერის შტატის უნივერსიტეტში "უსაზღვრო მსოფლიოს სამიტზე" კონკურსის ნახევარფინალში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრებიან.