2026-02-19 11:52:15
რუსთავში 2025 წელს უკანონო მშენებლობების გამო 5 ჯარიმა გამოიწერა.
ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ინფორმაცია მუნიციპალური ინსპექციიდან მიაწოდეს.
მათი ცნობით, წლის განმავლობაში 26 მითითებაა გამოწერილი, საიდანაც პირველი ნახევარი ფიზიკურ პირზე შედგა, მეორე კი იურიდიულზ პირზე.
მათ შორის 5 მითითება კომპანია ჯივიპი რუსთავზეა შედგენილი.უკანონო მშენებლობისთვის შედგენილი 26 მითითებიდან 5 შემთხვევა შენთხვევაში საქმის წარმოება ჯარიმით დასრულდა, საიდანაც სამმა დაჯარიმებულმა 6000-6000 ლარის ოდენობის თანხა გადაიხადა.
2 დაჯარიმებულს ჯერ კიდევ აქვს გასაჩივრების ვადა.