2026-02-17 17:34:10
31 იანვარს, თბილისში, მდინარე მტკვარში გაუჩინარებული კაცის ძებნა-შველის სამუშაოები გაჩიანის ხიდის მიმდებარედ, მდინარე მტკვარში მიმდინარეობს.
ძებნა-შველის სამუშაოებისთვის ორთაჭალჰესის ხიდიდან რუსთავის მიმართულებით მტკვრის კალაპოტში წყლის დონე ბუნებრივ ნიშნულამდე დააშრეს.
სამუშაოებში 200-მდე მეხანძრე-მაშველი არის ჩართული. ასევე, მყვინთავთა ჯგუფები, წყლის საშუალებები და საფრენი აპარატები.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს მოსახლეობას 16-17 თებერვალს სიფრთხილე გამოიჩინონ და თავი შეიკავონ ორთაჭალჰესის ხიდიდან რუსთავის მიმართულებით კალაპოტის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებისგან.