კომპანია სოკარ გაზი რუსთაველ აბონენტებს აფრთხილებს

2026-02-16 19:02:00

სოკარ ჯორჯია გაზი რუსთაველ აბონენტებს აფრთხილებს.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" კომპანიის წარმომადგენელმა კონსტანტინე ზარნაძემ განუცხადა, მე-8 მიკრორაიონში გეგმიური სამუშაოების გამო აბონენტებს დროებით გათიშული ჰქონდათ ბუნებრივი აირის მიწოდება.

სამუშაოები უკვე დასრულებულია და კონპანიამ დაიწყო გაზის მიწოდების აღდგენა, რისთვისაც მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს და ურჩევს, რომ გაზის დანადგარები დაკეტილ მდგომარეობაში ჰქონდეთ.

კომპანიაში ამბობენ, რომ ნახევარ საათში გაზი ყველა აბონენტისთვის იქნება აღდგენილი.