2026-02-15 12:25:40
რუსთავში თბილისის ქუჩაზე N8 კორპუსს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის გამოსავლენად რუსთავის მუნიციპალიტეტმა 2 695 436 ლარის ღირებულების ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.
ტენდერზე თანდართული დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, რომ: "პროექტით დაგეგმილია სარდაფის ტიხრების 100-იანი ბლოკით მოწყობა, შელესვა და შეფითხვნა. სადარბაზოები კედლები შეილესება, შეიფითხება და შეიღებება. სადარბაზოებში მოეწყობა ლითონის კარი, ყველა სართულზე მოეწყობა მეტალოპლასტმასის კარები და მეტალოპლასტმასის ფანჯრები. მოეწყობა ახალი აივნები და ჩატარდება ძველი მოაჯირების რეაბილიტაცია. აივნის მოაჯირები მოეწყობა ლითონის კვადრატული მილებით. ლითონის მოაჯირები შეიღებება ზეთოვანი საღებავით ზედაპირის სრულ დაფარვამდე. წინაფრის ნაცვლად მოეწყობა მარკიზები. გათვალისწინებულია შენობის მთელ პერიმეტრზე დათბუნება XPS-ფილებით 5სმ. სისქის, შემდგომ ფასადების აგურისებრი ლესვა, შეფითხვნა შეღებვა საფასადე წყალემულსიური სილიკატური საღებავით, ფასადის ნაწილი ცოკოლის სიმაღლეზე მოპირკეთდება ბაზალტის 30 მმ სისქის ფილებით. ასევე დაგეგმილია მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრის მოწყობა - თუნუქის საცრემლეებით. მოეწყობა მაღაზიის ახალი კონსტრუქცია, ვიტრაჟებით. ძირითადი შენობისა და მიშენებების ახალი სახურავის ვიზუალი იდენტური იქნება არსებული სახურავის და მოეწყობა პროფილირებული თუნუქის ფურცლით. პარაპეტი დაცვის მიზნით შეიფუთება თუნუქის 0,5 მმ თუნუქის ფურცლით, თუნუქის ფურცელი მოექყობა სახურავისა და კედლის შემხებლობის ადგილებში. სახურავიდან წყლის გადაყვანა მოხდება წყალსაწრეტი მილებითა და ღარებით, შენობის ძირითად ნაწილზე მოეწყობა წოლილა წყალსაწრეტი სისტემა, არსებული და ახალად მოწყობა".
ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სარეაბილიტაციო სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 365 კალენდარული დღეში უნდა დაასრულოს.