2026-02-14 23:52:34
რუსთავში, მე-12 მიკრორაიონში ახალი სავაჭრო ცენტრი "რუსთაველი" მოლი გაიხსნა.
სავაჭრო ცენტრი სააზეიმო ვითარებაში"უჯმალენდის" მონაწილეობითა და "ტამტამების შოუ" მუსიკალური გაფორმებით გაიხსნა. ცერემონიალს მოწველი სტუმრები და რამდენიმე ასეული რუსთაველი დაესწრო. მოლი ორ სართულიანია და განთავსებულია, ტანსაცმლის, სამკაულების, სასმელების, ტექნიკის, წიგნებისა და საბავშვო მაღაზიები. ასევე იფუნქიონირებს რამდენიმე კვების ობიექტი.
სავაჭრო ცენტრის დამფუძნებლების მიზანია ქალაქში შეიქმნას გასართობი და შოფინგის ახალი ცენტრი, სადაც რუსთაველები დაისვენებენ და სასიამოვნოდ გაატარებენ დროს.
"ადგილზე წარმოდგენილია როგორც საერთაშორისო ისე ადგილობრივი ბრენდების მაღაზიები. მაქსიმალურად ვცდილობთ ჩვენი და კავეას მენეჯმენტიც რომ კინოთეატრიც ზაფხულისთვის გაიხსნას. ასე რომ გელით ყველას და დარწმუნებულები ვართ რომ ახალი ლოკაცია მნიშვნელოვანი თავშეყრის ადგილი იქნება რუსთაველებისთვის",- განაცხადა "რუსთაველი" მოლის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა თემურ დალაქიშვილმა.
"ინფო რუსთავი" გთავაზობთ სავაჭრო და საკვები ობიექტების ჩამონათვალს რომელსაც ახალ სავაჭრო ცენტრში შეხვდებით: სინსეი, მადამ კოკო, კონტაქტი, სილვერ სთორი, მინისო, ბიბლუსი, პეპელა, ალკორიუმი, გლოსი, Ispecial.
კუნძულები: ვეიპ რუმი, Exact time, lea accessories, Mi”ano, Kara gifts and more, Icase, თოლია, შეფისგან.
უახლოეს მომავალში გაიხსნება: CTR Chicken, დარლინი.
ზაფხულში დაგეგმილია Cavea-ს კინოთეატრის და Lumier's ის გახსნა.