რუსთავში, ცენტრალურ ხიდზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა [video]

2026-02-05 12:08:58

რუსთავში, ცენტრალურ ხიდზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს საპირისპირო ზოლში მოძრავი "მერსედესისა" და "ტოიოტას" მარკის ავტომობილი შეეჯახა.

შემთხვევის დროს 2 ადამიანი დაშავდა. ერთ სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწია, ხოლო მეორე კლინიკა რუსთავში გადაიყვანა.

როგორც სამედიცინო დაწესებულებაში გვითხრეს, ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და უტარდება შესაბამისი კვლევები.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის 2 ეკიპაჟი.