2026-01-30 18:22:44
ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ერთმანეთს 3 ავტომობილი შეეჯახა.
საინფორმაციო სააგენტო " ინფო რუსთავის" ინფორმაციით, შარტავას გამზირზე, მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ადამიანის მდგომარეობა სტაბილურია. მან მხოლოდ მსუბუქი დაზიანებები მიიღო.
შეგახსენებთ რომ ავტოსაგზაო შემთხვევა, რუსთავში შარტავას გამზირზე მოხდა. ერთმანეთს "მიტსუბიშის", "ტოიოტას" და "ჰონდას" მარკის ავტომობილები შეეჯახა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო, სამაშველო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.