2026-01-19 14:59:05
რუსთაველმა ნინი შველიძემ ბრიტანეთში სწავლის გასაგრძელებლად 5 000 ფუნტის დაფინანსება მოიპოვა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" თავისუფალი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა განუცხადა, სამაგისტრო პროგრამის სწავლის გაგრძელება საერთაშორისო ბიზნეს სამართლის ფაკულტეტზე საზღვარგარეთ სურს, რისთვისაც ბრიტანეთის 4 უნივერსიტეტში აპლიკაციები გაგზავნა.
ამ ეტაპზე უკვე მოუვიდა პასუხი ბრიტანეთში "ქვინბელფასტის" უნივერსიტეტიდან, სადაც ნინი ჩაირიცხა და სწავლის გასაგრძელებლად 5 000 ფუნტის დაფინანსებაც მოიპოვა.
ჩარიცხვის შესახებ დადებითი პასუხი მოუვიდა ბრიტანეთში "ეგზეტერის" უნივერსიტეტიდან და ელოდება დაფინანსების შესახებ პასუხებს.
ნინი ასევე ჩარიცხვის შესახებ პასუხებს ელოდება სხვა ბრიტანული უნივერსიტეტებიდანაც, რის შემდეგაც გადაწყვეტს სად გააგრძელოს სამაგისტრო სასწავლო პროგრამა.