რუსთავში ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და სატვირთო შეეჯახა

2026-01-05 16:18:01

რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ლეონიძისა და ფანცულაიას ქუჩის კვეთაზე ერთმანეთს სატვირთო და "მაზდას" მარკის მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.