რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა [Video]

2025-12-30 12:37:00

რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მსუბუქი ავტომობილი ამოტრიალდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მშვიდობის ქუჩაზე ერთმანეთს "ტოიოტასა" და "ოპელის" მარკი სმსუბუქი ავტომობილი დაეჯახა, რის შედეგადაც "ოპელის" მარკის მსუბუქი ავტომობილი ამოტრიალდა და ჯებირს შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად 25 წლის მამაკაცი დაშავდა. დაშავებულს სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ადგილზევე გაუწია პირველადი დახმარება.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი.