2025-12-20 00:20:00
რუსთავში, XVI მიკრორაიონს და მიმდებარე ქუჩებს ელ.ემერგიის მიწოდება შეზღუდული აქვს.
"ინფო რუსთავს" აბონენტები უკავშირდებიან და აცხადებენ რომ მათ კომპანიამ არ მიაწოდა ინფორმაცია ელექტრო ენერგიის აღდგენის დროსთან დაკავშირებით. ადგილობრივების თქმით მათ დენის მიწოდება დღის მანძილზე რამდენჯერმე შეეზღუდათ.
საინფორმაციო სააგენტომ გაარკვია რომ ელ.ენერგიის მიწოდება ავარიულად გაითიშა, ამ მომენტისთვის მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები და დენის მიწოდება ღამის 2 საათამდე აღუდგება მოსახლეობას.