2025-12-04 17:23:35
რუსთავში საახალწლო ნაძვის ხის აწყობა დაიწყო.
რუსთავის მთავარი ნაძვის ხეს ააიპ რუსთავსერვის ცენტრის თანამშრომლები კოსტავას გამზირზე, თავისუფლების მოედანზე აწყობენ.
პარალელურად მიმდინარეობს კოსტავას ქუჩაზე საახალწლო დეკორაციების მონტაჟიც.
ჯერ-ჯერობით უცნობია, როდის აინთება საახალწლო ნაძვის ხე და ჩაირთვება დეკორაციები.