2025-11-23 13:47:47
რუსთავში საახალწლო სამზადისი მიმდინარეობს.
ააიპ "რუსთავსერვის ცენტრის" თანამშრომლებმა საახალწლო დეკორაციების მონტაჟი ქუჩებში ოქტომბრის ბოლოდან დაიწყეს.
სრულიად ახალი დიზაინის განათებებით მოირთვება კოსტავას გამზირი. დეკორაციების შესაძენად ააიპ "კულტურული პროექტების მართვის ცენტრს" 315 000 ლარის ტენდერი გამოაცხადა.
ამავე ააიპს აქვს გამოცხადებული ტენდერები:
რუსთავის მთავარი საშობაო ნაძვის ხის და მის მიმდებარედ არსებული 4 (ოთხი) ბოძის სანათი დეკორაციების შესყიდვისთვის - 63 500 ლარი;
საახალწლო ღონისძიების ორგანიზების შესყიდვა - 105 000 ლარი;
საახალწლო ღონისძიებების ორგანიზების ფარგლებში სცენის, გადახურვის და გახმოვანების აპარატურით მომსახურების შესყიდვა - 78 000 ლარი.
ააიპ "რუსთავსერვის ცენტის" მიერ გამოცხადებული ელ. ტენდერები:
საშობაო ბაზრობისთვის კოტეჯების და დახლების სახელმწიფო შესყიდვა - 113 000 ლარი;
საშობაო დეკორაციების შესყიდვა - 96 295.