რამდენიმე კორპუსს წყლის მიწოდება 21 ნოემბრის 03:00 საათამდე შეეზღუდება

2025-11-20 11:01:14

რუსთავში რამდენიმე კორპუსს წყლის მიწოდება 21 ნოემბრის 03:00 საათამდე შეეზღუდება.

ინფორმაციას კომპანია ჯივიპი რუსთავი ავრცელებს.

"დღეს 11/20/2025 რუსთავი რაიონში, ქ. რუსთავი, მოდებაძის ქუჩაზე წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება. სამუშაოების მიმდინარეობისას 11/20/2025 13:00 დან 11/21/2025 03:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ლეონიძის ქუჩა N26, 28, 30, 32",- ნათქვამია განცხადებაში.