რუსთავში სეს-მა 2 ობიექტი დააჯარიმა

2025-11-05 15:36:54

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ოქტომბრის თვეში რუსთავში 2 ობიექტი დააჯარიმა.

ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ინფორმაცია სურსათის უვნებლობის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელმა, მირანგულა ლიპარტელიანმა მიაწოდა.

მისი თქმით, ქალაქში ინსპექტირება 27 ობიექტში ჩატარდა, ნიმუში აიღეს 1 ობიექტიდან, დოკუმენტურად 4, გადაამოწმეს 6.

ჯარიმა ორივე ობიექტს ობიექტს ეტიკეტის არ არსებობის გამო დაუწერეს.

საერთო ჯამში, ქვემო ქართლის მასშტაბით ინსპექტირება 83 ობიექტზე ჩატარდა, ნიმუში აიღეს 63-დან, 17 დოკუმენტურად შემოწმდა, გადაამოწმეს 49, დააჯარიმეს 13.

სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს განაგრძობს იმ ბიზნესოპერატორებთან, რომლებიც დასაქმებულები არიან სურსათის წარმოებაში.

სეს-ი იმ ობიექტების იდენტიფიცირებისგან, რომელიც დააჯარიმა, თავს იკავებს.