ძლიერი შეჯახება რუსთავში [video]

2025-10-25 23:12:36

ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში [video]

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, კოსტავასა და ქაშაკაშვილის ქუჩების კვეთაზე ერთმანეთს "სუზუკისა" და "ლექსუსის" მარკის ავტომობილები დაეჯახნენ.

ავარიის შედეგად 70 წლამდე ცოლ-ქმარი დაშავდა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.

პაციენტების გადაყვანა სამედიცინო დაწესებულებებში მოხერხდა. არსებული ინფორმაციით დაშავებულებს, სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არ მიუღიათ.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.