რუსთავში შარტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რა დროსაც ახალგაზრდა ქალი დაშავდა.
დაშავებული სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა რუსთავში გადაიყვანა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" კლინიკის გადაუდებელი დახმარების განყოფილების ხელმძღვანელმა, ნათია მინდაძემ განუცხადა, პაციენტს სამედიცინო კვლევები უტარდება.
პაციენტი გონზეა და კონტაქტურია, უფრო დეტალურად მისი ჯანმრთელების მდგომარეობის შესახებ ცნობილი კვლევების შემდეგ გახდება.