რუსთავში ქმარმა ცოლს სცემა

2025-07-19 17:45:38

რუსთავში ქმარმა ცოლს სცემა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, შარტავას გამზირზე, ცოლ-ქმარს შორის კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ქმარმა ცოლს სახის არეში რამდენჯერმე დაარტყა.

არსებული ინფორმაციით, მომხდარის შესახებ ცნობილი გახდა სამართალდამცავებისთვის, პოლიციამ კაცი ბრალდებულის სახით ადგილზე დააკავა.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.