რუსთავის ცენტრალურ პარკში ისტორიულ ციხე-სიმაგრის ირგვლივ ვიდეოსათვალთვალო კამერები დამონტაჟდება.
კამერების შესაძენად ელექტრონული ტენდერი ააიპ "რუსთავსერვის ცენტრმა" გამოაცხადა და უკვე გამარჯვებულიც გამოვლენილია.
ტენდერზე თანდართული დოკუმენტაციის მიხედვით გამარჯვებულა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს: 7 ცალი Bullet camera-ის და1 - PTZ camera-ის შეძენა-მონტაჟი.
კამერების შეძენა-მონტაჟისთვის 16 246 ლარია გამოყოფილი.