რუსთავის ერთ-ერთი სკოლიდან მოსწავლეების ევაკუაცია მოხდა

2025-04-25 11:51:38

რუსთავის N26 საჯარო სკოლიდან მოსწავლეებისა და მასწავლებლების ევაკუაცია განხორციელდა.

დირექტორის განცხადებით, მიიღეს შეტყობინება, რომ სკოლაში ბომბია.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციამ მიმართა შსს-ს და ამ დროისთვის, შენობაში შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები