რუსთავში, კლდიაშვილისა და 9 ძმა ხერხეულიძის ქუჩების კვეთაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. [ვიდეო/video]
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს "ტოიოტასა" და "ფოლკსვაგენის" მარკის ავტომობილები შეეჯახა, შემდეგ კი ერთ-ერთი მსუბუქი მანქანა ინერციით იქვე გაჩერებულ ავტობუსს.
შემთხვევის შედეგად ორი ახალგაზრდა მამაკაცი დაშავდა.
დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა.
მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.