რუსთავში კაცმა ცოლს სცემა

2023-08-27 01:04:37

რუსთავში, ქმარმა ცოლს სცემა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მესხიშვილის ქუჩაზე, ერთერთ საცხოვრებელ კორპუსებში ქალსა და კაცს შორის კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა რა დროსაც 30 წლამდე მამაკაცმა 35 წლამდე ცოლს სცემა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. არსებული ინფორმაციით კაცი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

ფაქტის შესახებ ცნობილი გახდა პოლიციისთვის. სამართალდამცველებმა კაცი ბრალდებულის სახით დააკავეს.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები