რუსთვში, შარტავას გამზირზე არსებულ ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ქალმა და ძაღლმა CO-თი ინტოქსიკაცია მიიღეს.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ქალი ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში, ძაღლი კი ვეტერინარულ კლინიკაში გადაიყვანეს.
როგორც ცენტრალურ საავადმყოფოში საინფორმაციო სააგენტოს განუცხადეს, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური იყო და უკვე ბინაზე გაეწერა.
შესაბამისი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს ძაღლსაც.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.